პოსტები სოციალური ქსელიდან

თუ ხელისუფლება ვერ შეძლებს მოსახლეობის დაცვას მათი გრძნობების შეურაცხყოფისგან, მაშინ ხალხს უფლება აქვს თავად დაიცვას თავი

Nusagi

,,რ2-ს წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ფეისბუკზე ძალიან უცნაური და საოცარი შეფასებები გახმიანდა. შეფასებები, რომლებიც ჰკიცხავდნენ  ჯულიეტოვნას  იმ ამაზრზენ „ხუმრობას“, მაგრამ „ყოველი შემთხვევისთვის“ გმობდნენ ღმერთის სახელით ძალადობას.
წინადადება ორ ნაწილად სპეციალურად გავყავი და სიტყვები „გაკიცხვა“ და „დაგმობა“ იმის გამო კი არ შევარჩიე, რომ ტაფტალოგია არ გამოსულიყო, მათ შეფასებები სწორედ ასე ჟღერდა: რ2-ს „ჰკიცხავდნენ“, ხოლო აქციას „გმობდნენ“.

სიტყვა „გაკიცხვა“, გაცილებით უფრო რბილი ფორმაა,  ვიდრე „დაგმობა“.
ჩემის მხრივ პირდაპირ ვიტყვი, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, დღევანდელი აქცია არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად, მაგრამ მინდა ჩემი ყურადღება გავამახვილო ფრაზაზე – ღვთის სახელით ძალადობა!
უკაცრავად, მაგრამ რას ნიშნავს „ღვთის სახელით ძალადობა“? 
სადმე გაიგონეთ ჯვაროსნების მოწოდება Deus vult! („ასე სურს ღმერთს!“)? 
გაიგონეთ ფრაზა Allahu Akbar !(الله أكبر)?

საოცარია შეფასება: დღეს გაბუნიას დაათრევს კედელ-კედელ რელიგიაგრძნობებშელახული პუტინისტური გრუზია – და იდგა ჟამი 2018 წლის და ისევ ტრაკში ვართ, სადაც გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებისთვის გქოლავენ!!! ველურეთი! და ფრაზა: არავინ იცის რელიგიური გრძნობები რა არის. განმიმარტეთ დამისაბუთეთ ბატონო, რელიგიური გრძნობები სად გადის, რომელ ნერვზე?

საოცარია „გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების“ რელსებზე გადაყვანის მცდელობა და იქვე იმის აღნიშვნა, რომ „როგორც ჟურნალისტური ნამუშევარი, ძალიან ცუდი იყო“.
ასევე საოცარია გაბუნიას ბოღმიან და კომპლექსიან ცინიზმში (დიახ, სწორედაც, რომ “ბოღმიან და კომპლექსიან ცინიზმში” და არა “ხუმრობაში”), პუტინის გაკვეხება.
მინდა ვიკითხო: ნუთუ 1999 წლის 31 დეკემბრამდე (ელცინის გადადგომის და პუტინის მოსვლის თარიღი), საქართველოში რელიგიური გრძნობები არ არსებობდა?
რაც შეეხება შეკითხვას, თუ რომელ ნერვზე გადის „რელიგიურ გრძნობები“, უბრალოდ განვმარტავ, რომ ეგ ძალიან ღრმა „ნერვზე გადის“. იქვეა სხვა „ნერვები“ – მშობელი, შვილი, მეგობარი, შეყვარებული, სამშობლო, უბრალოდ ადამიანი, ცხოველი, ბუნება დ.ა.შ. აი მაგათთან ერთადაა „ის ნერვი“. ზოგს ამ „ნერვებიდან“, რომელიღაც აკლია. ზოგს ბევრი, ზოგს ერთი და ზოგი კი საერთოდ ცარიელია, ყოველგვარი ნერვის გარეშე.
არ გამოვა ბატონებო ამ ძალადობის „შეფუთვა“. არც ეგრე ადვილად „გატარდება“ გვარამიას მუქარა და შანტაჟი. 

მინდა დავამთავრო ცნობილი აქსიომის პერიფრაზით: თუ ხელისუფლება ვერ შეძლებს მოსახლეობის დაცვას მათი გრძნობების შეურაცხყოფისგან, მასზე ძალადობისგან, მაშინ ხალხს უფლება აქვს, თავად დაიცვას თავი!” – წერს ჟურნალისტი გია გაბრიჩიზე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,574 ნახვა
%d bloggers like this: