სოციალური ქსელები და მედია

ჟურნალისტებს თანხებს სთავაზობდნენ, წინააღმდეგ შემთხვევში კი აშანტაჟებდნენ

Nusagi

7 ნოემბრისა და ტელეკომპანია იმედის დარბევის საქმეზე სასამართლოში პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს თითქმის ორი საათის განმავლობაში კითხავდნენ. 

ბურჯანაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილსა და ბადრი პატარკაციშვილს შორის დაპირისპირება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ მომზადებული სიუჟეტის შემდეგ გამწვავდა. ნინო ბურჯანაძემ სასამართლოს სხდომაზე ის კონკრეტული სახელები და გვარებიც თქვა, ვინც მისი მტკიცებით, დარბევის და ტელეკომპანიაში შეჭრის ბრძანება გასცა და ეს ადამიანი მიხეილ სააკაშვილი იყო.

ნინო ბურჯანაძის თქმით, მას შემდეგ რაც “იმედმა” მაუწყებლობა განაახლა, გივი თარგამაძე და გიგი უგულავა პირადად ახორციელებდნენ მოლაპარაკებებს “იმედის” ჟურნალისტებთან, მათ თანხებს სთავაზობდნენ, წინააღმდეგ შემთხვევში კი აშანტაჟებდნენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,299 ნახვა
%d bloggers like this: