უცხოური მედია

უკრაინაში პოპულისტებს მხარს არ დავუჭერთ-ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება

Nusagi

ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრები უარს ამბობენ მხარი დაუჭირონ პოპულისტებს უკრაინაში. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Unian. იუწყება. გამოცემა წერს, რომ ევროსაბჭოში აუცილებლად მიაჩნით დაეხმარონ  უკრაინის ხელისუფლებას,  რათა წინ აღუდგეს  არამართებულ თეზისს, თითქოს 2014 წლის შემდეგ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა.

როგორც გამოცემა Eurointegration იტყობინება, ევროსაბჭოში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უკრაინაში შექმნილ სიტუაციას განიხილავენ, თუმცა არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. მანამდე კი უკრაინელ კოლეგას, პაველ კლიმკინთან შეხვედრას გამართავენ.

განხილვის საგნად 13-მა წევრმა-ქვეყანამ მოამზადა პოზიციური დოკუმენტი (non-paper), რომელიც უკრაინაში მიმდინარე უკანასკნელ ტენდენციებს ეხება. დოკუმენტს მინისტრები უკრაინელ კოლეგას გადასცემენ.

ევროსაბჭოში მიაჩნიათ, რომ თავი უნდა შეიკავონ უკრაინაში პოპულისტების მხარდაჭერისგან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი რეფორმისტული და ანტიკორუფციული ლოზუნგებით გამოდიან. ამის შესახებ ნათქვამია აღნიშნულ  დოკუმენტში, რომელიც უკრაინაში მიმდინარე რეფორმების საკითხს ეძღვნება-  „ როგორ შევინარჩუნოთ უკრაინა რეფორმებისკენ მიმავალ გზაზე: ევროსაბჭოს წევრი-ქვეყნების არასაჯარო მოხსენება “, წერს “ევროპეისკაია პრავდა”.

“ჩვენ არ შევიკავებთ თავს ღია განცხადებებისგან, როცა ამის საჭიროება იქნება. მაგრამ ამასთან, პოპულისტებისთვის პლატფორმის შექმნა უნდა ავირიდოთ თავიდან, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ისინი რეფორმისტული და ანტიკორუფციული ლოზუნგებით შეიარაღდებიან”.-ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, ევროსაბჭოში დარწმუნებულები არიან, რომ აუცილებელია, დაეხმარონ უკრაინის ხელისუფლებას, რათა დაუპირისპირდნენ დაუსაბუთებელ  თეზისს, თითქოს 2014 წლის შემდეგ “არაფერი შეცვლილა”.

„უკვე ისმის პოპულისტური არგუმენტები, თითქოს, აყვავებული და კარგად ფუნქციონირებადი საზოგადოება მტკივნეული ცვლილებების გარეშე შეიძლება შეიქმნას”,-აღნიშნავს დოკუმენტის ავტორი და ამბობს, რომ ასეთ პირობებში 2019 წლის არჩევნები უკრაინისთვის სერიოზული გამოცდა იქნება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  პოლიტიკური სიტუაცია უკრაინაში არჩევნების წინ, ევროსაბჭოსთვის გამოწვევა იქნება. ავტორები  ხაზს უსვამენ, რომ პოპულისტური ლოზუნგები წარმატების გარანტია არ არის. “არ არსებობს წარმატების მისაღწვი სწრაფი გზა, არც პრობლემების მოგვარების ჩქარი რეცეპტები”-ნათქვამია  დოკუმენტში.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,286 ნახვა
%d bloggers like this: