სამართალი

ადვოკატი: სანდრო ბრეგაძეს კლინიკის დატოვების შემდეგ დააკავებენ

Nusagi

“ქართული მარშის” დაკავებული წევრების ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი ამბობს, რომ სანდრო ბრეგაძეს კლინიკის დატოვების შემდეგ დააკავებენ. მისი ინფორმაციით, ღუდუშაურის საავადმყოფოში ბრეგაძის კაბინეტთან დაცვაა მობილიზებული.

ადვოკატის თქმით, ბრეგაძე გუშინ იმის გამო ვერ დააკავეს, რომ ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვისას შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. ჯავახიშვილი ამბობს, რომ ბრეგაძე სასტიკად აწამეს, რადგან დაკითხვის ოთახში უჰაერობა იყო და ბრეგაძეს პირადი ცეცხლსასროლი იარაღი და ტელეფონიც ჩამორთმეული ჰქონდა.

ღუდუშაურის კლინიკის ექიმი ბრეგაძის წამების ფაქტს გამორიცხავს და ამბობს რომ მას არანაირი ფიზიკური და შინაგანი დაზიანებები არ აღმოაჩნდა.

ცირა ჯავახიშვილი ამბობს, რომ “ქართული მარშის“ წევრები გამოკითხვის მოტივით დაიბარეს პოლიციაში და მოულოდნელად დააკავეს. ადვოკატი ასევე მიიჩნევს, რომ დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, შემდგომ კი მათი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, რაც, ჯავახიშვილის მოსაზრებით, კანონდარღვევაა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,302 ნახვა
%d bloggers like this: