პოსტები სოციალური ქსელიდან

„გამზრდელის” მოკლე შინაარსი გურულად.

Nusagi

,,გამზრდელის” მოკლე შინაარსი გურულურად

,, ხოდა, აი ცხენიანი კაცი, ნამეტანი წამხდარ ამინდში, თხრეშში, ხოშკაკალში და გურგულაში მივიდა მოყვრისას. გადირია მასპინძელი – სა მიხვალ, ამფერ წკვარამსა და ყიამეთში რა უნდა კაცს კარშიო?! – რაიო და ვინცხა ურჯუკის ცხენი რომ არ მევიპარო, თავს ვერ გამოვყოფ დუნიაზეო. – მოი შენ აგერ მეისვენე.  ხვალე დილას თუ მაი ცხენი არ ჩაგაბარო, გამპარსე აი ულვაშიო!

ალაგეზე არ იყო გადასული მასპინძელი, რომე ადგა აი მათხუარი და ქე არ გოუბახა ცოლი ამისთანა მოყუარეს?! მეორე დილას მუუყვანა ცხენი მასპინძელმა, მარა რაი? ქე დახთა ოჯახი ნამუსგადარეცხილი. ერი პირობა ქე გეიკრა ხელი რიველველზე, მარა გადიფიქრა და უთხრა: შენი ჩაჩნური საქციელი უჩიტელმა გაარჩიოსო!

მივიდა უჩიტელთან აი დურაქი და მუუყვა ყორიფელი. ამის გაგონება და გადირია უჩიტელი, გატენა ფილთა. ამ სასიკვდილემ გადიღერა კისერი – მესროლე და გამათავეო! – სასიკტილე შენ კარა, მე ვყოფილვარ, შენისთანა გველიზა რო მირწევია აკვანიო! გამუუშალა ფეხი უჩიტელმა თოფს და ქე გეეხვია ფუტში!’‘-გელა ჯაჭვაძის ფეისბუქგვერდიდან

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,559 ნახვა
%d bloggers like this: