სოციალური ქსელები და მედია

გიგა ბოკერია:ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან თანამშრომლობს “ქართულ მარშთან”

Nusagi

“ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან თანამშრომლობს “ქართულ მარშთან”. მათ ერთი პოზია აქვთ ბევრ საკითხში და ხელისუფლებაც დაუსჯელობის ყველაზე დაბალი სტანდარტით უდგება “ქართული მარშის” მოქმედებას. ყველას გვახსოვს პოლიტიკური მხარდაჭერის განცხადებებიც და ისიც, თუ როგორ იყენებდა ხელისუფლება “ქართულ მარშს” პოლიტიკური ოპონენტების და უმცირესობის წინააღმდეგ” –  ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია “რუსთავი 2” -ზე “ქართული მარშის” ძალადობრივ ქმედებებას.

გიგა ბოკერიას განცხადებით “ქართული მარშის ძალადობა” წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან და ამ თავდასხმასაც ადეკვატური რეაგირება არ მოჰყვება.

“ხელისუფლებას ეს ჯგუფები სჭირდება საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ისიც ,რომ ასეთი დაჯგუფებები დაკავშირებულები არიან ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელთან მსოფლმხედველობით, შეხედულებებით, მათ საქმეს აკეთებენ და სიძულვილს ქადაგებენ. ძალადობენ ხალხზე , ოპონენტებზე და სხვადსხვა უმცირესობებზე”-ამბობს გიგა ბოოკერია

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,540 ნახვა
%d bloggers like this: