სოციალური ქსელები და მედია

გიორგი გაბუნია: იძულებული ვარ ჩემს უსაფრთხოებაზე განსაკუთრებით ვიზრუნო

Nusagi

„რუსთავი 2″-ის ტელეწამყვანი, გიორგი გაბუნია სამართალდამცავების კითხვებს ორი საათის განმავლობაში პასუხობდა. ის სოციალურ ქსელში მისი მისამართით გავრცელებული მუქარის შემცველ წერილებთან დაკავშირებით დაიბარეს. გიორგი გაბუნია ამბობს, რომ მუქარის გამო, იძულებულია, დაცვის თანხლებით გადაადგილდეს.

„მიდის მუშაობა იმაზე, რომ გამომძიებლებმა ზუსტად გაარკვიონ, ვინ არის მუქარის შემცველი წერილის ავტორი. მე წარმოდგენა არ მაქვს. გამომძიებლებს აინტერესებდათ, რა ზემოქმედება იქონია ჩემზე ამ წერილმა და ფაქტია, რომ მათ შორის ამ წერილიდან გამომდინარე, მე მიწევს, მუდმივი თანხლებით გადაადგილება, დაცვასთან ერთად, სპეციალურ მძღოლთან ერთად, მათ შორის უკვე არა მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, არამედ სახლშიც კი, რადგან ამ მუქარის წერილში კონკრეტულად არის ნახსენები, რომ მათ იციან, მე სად ვცხოვრობ. არ არის დაკონკრეტებული, მე რა ტიპის ანგარიშსწორებით მემუქრებიან ისინი, მაგრამ მე ვუთხარი გამომძიებლებს, რომ ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმის შურისძიება, ამიტომ, მე იძულებული ვარ, რომ ჩემს უსაფრთხოებაზე განსაკუთრებით ვიზრუნო,“– განაცხადა გიორგი გაბუნიამ

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,574 ნახვა
%d bloggers like this: