ახალი დამატებული

მიკროავტობუსებში ფეხზე მდგომ მგზავრებზე რეგულაციები გამკაცრდება

Nusagi

თბილისში მოძრავ მიკროავტობუსებში ფეხზე მდგომ მგზავრებთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების აღსრულების ნაწილი გამკაცრდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

“რეგულაციები არსებობს ამასთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ ჩვენ აღსრულების ნაწილში უფრო მკაცრი უნდა ვიყოთ. ეს ისევე მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით ხდება”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სახელმწიფო აუდიტის დასკვნას დედაქალაქში მიკროავტობუსების მიერ ტექდათვალიერების ვერ გავლის შესახებ.

კალაძის თქმით, ასეთი მიკროავტობუსები აბინძურებენ გარემოს და ქმნიან სერიოზულ პრობლემას.

“აუცილებელია მათი ჩანაცვლება ახალი თანამედროვე ტიპის ავტობუსებით. როდესაც ჩვენ დავიწყებთ ახალი ავტობუსების შემოყვანას აუცილებლად ყვითელი ეგრეთწოდებული მარშრუტკების კომპანიის მფლობელებს მოუწევთ იმაზე ფიქრი, რომ თავიანთი პარკი განაახლონ”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,295 ნახვა
%d bloggers like this: