Uncategorized

პუტინისთვის პრეზიდენტობის მილოცვის გამო დონალდ ტრამპს აკრიტიკებენ

Nusagi

დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვას მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ვაშინგტონ პოსტი წერს, რომ თანაშემწეები ურჩევდნენ დონალდ ტრამპს, არ მიელოცა რუსი კოლეგისთვის არჩევნების შედეგები, თუმცა შეერთებული შტატების ლიდერმა მათი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.

რესპუბლიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის შეფასებით კი, პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით რუსეთის ყველა ის მოქალაქე შეურაცხყო, რომლებსაც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემის უფლებაზე უარი უთხრეს.

არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრის დროს მიულოცა და მასთან შეხვედრის სურვილიც გამოთქვა. სახელმწიფო დეპარტამენტში პრეზიდენტის ამ ნაბიჯს პროტოკოლის ნაწილი უწოდეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,595,052 ნახვა
%d bloggers like this: