საზოგადოება

რას აცხადებს სასწრაფო დახმარების ექიმი, რომელმაც სანდრო ბრეგაძე პირველმა გასინჯა

Nusagi

სასწრაფო დახმარების ექიმი მარინა ჩიხრაძე, რომელმაც “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე პირველმა გასინჯა აცხადებს, რომ პაციენტს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა და ამის შესახებ არც თავად განუცხადებია. ინფორმაცის „თაიმერი” ავრცელებს.

„დაზიანებები არ აღენიშნებოდა, უბრალოდ ჩივილები ჰქონდა, რომ თავი სტკიოდა. განმიცხადა, რომ აქვს დიაბეტი, ეპილეფსია და წნევები. თვითონ უარი განაცხადა მედიკამენტების მიღებაზე,რადგან თავის ტკივილს აღნიშნავდა. კლინიკაში გადაყვანა შევთავაზეთ, კლინიკა თვითონ აირჩია. დაზიანებები არაფერი არ ჰქონდა, არც აღუნიშნავს რომ მას ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დავრჩი ადგილზე იმიტომ, რომ მაინტერესებდა კარდიოგრამა, თუმცა არც ტანზე არ აღენიშნებოდა არაფერი. უბრალოდ ემოციური ფონი იყო“-აცხადებს  მარინა ჩიხრაძე.

“მან ექიმის მიერ შეთავაზებულ პირველად მედიკამენტოზურ დახმარებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ მისივე სურვილით არჩეულ სამკურნალო დაწესებულებაში მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია”-აღნიშნავს სასწრაფოს ექიმი.

არსებული ინფორმაციით, ბრეგაძემ პოლიციის განყოფილებაში ჩვენების მიცემის დროს განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც ის გულის ჩივილებით კლინიკაში გადაიყვანა.

სანდრო ბრეგაძე დღეს, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ჩვენებას „რუსთავი2“-ის შენობასთან მომხდარი ინციდენტის გამო აძლევდა.

Timer

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,299 ნახვა
%d bloggers like this: