ჯარი

საქართველოში დღეს მესაზღვრის დღე აღინიშნება

Nusagi

საქართველოში დღეს მესაზღვრის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე სასაზღვრო სექტორებს დარიალსა და თრუსოს ესტუმრა.

კეკელიძე სექტორებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო, იქ მყოფ მესაზღვრეებს შეხვდა და მათ პროფესიული დღე მიულოცა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სექტორ თრუსოზე სამი მესაზღვრე, დარიალში კი რვა მესაზღვრე სამკერდე ნიშნებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

“მინდა, ყველა მესაზღვრეს მივულოცო პროფესიული დღე. საზღვრის დაცვა ალბათ ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და კომპონენტია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. მინდა, გადავუხადო მადლობა მათ, იმიტომ, რომ ისინი საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ პირნათლად ყველანაირ პირობაში. ჩვენ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ რამდენიმე სექტორის მოდერნიზებას. ასევე იცით, რომ გვაქვს გამოცხადებული რეფორმა, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ტექნოლოგიების მოდერნიზება. ამ მიზნით, ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მოხდეს პრაქტიკის გაზიარება და შემდეგ მორგება საქართველოს რელიფიებსა და კლიმატზე. კიდევ ერთხელ ვულოცავ მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს“, – განაცხადა თემურ კეკელიძემ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მესაზღვრის პროფესიულ დღეს უკვე მეცხრამეტედ აღნიშნავს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,289 ნახვა
%d bloggers like this: