სოციალური ქსელები და მედია

ე.წ.სამხრეთ ოსეთის ხელისუფალთა ქცევა არ იძლევა ნდობის საფუძველს

Nusagi

ის, რაც ე.წ. ოსურმა მხარემ გააკეთა ტატუნაშვილის ცხედართან დაკავშირებით, რომ კვირების განმავლობაში არ დაუბრუნეს ცხედარი ოჯახს, ნამდვილად იყო საშინელი ფაქტი, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა. ინფორმაციას ipn.ge-ი ავრცეკლებს.

იან კელიმ კომენტარი გააკეთა ჟენევის მოლაპარაკებათა რაუნდსა  და  კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც.

„ვფიქრობ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რაიმე დაპირებაზე, აუცილებელია არსებობდეს ნდობა. სამწუხაროდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფალთა ქცევა არ იძლევა ნდობის საფუძველს. ის, რაც მათ გააკეთეს ტატუნაშვილის ცხედართან დაკავშირებით, რომ კვირების განმავლობაში არ დაუბრუნეს ცხედარი ოჯახს, ნამდვილად ეს იყო საშინელი ფაქტი და ასეთი ქმედება არ უწყობს ხელს ნდობის განმტკიცებას, ნდობის არსებობას და კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრას,” – განაცხადა იან კელიმ.

Facebook Comments Box
თეგები

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,596 ნახვა
%d bloggers like this: