ახალი დამატებული

თუ არის იმის აუცილებლობა რომ გამოცდებმა გადაიწიოს, მე აქ რაიმე საგანგაშოს ვერ ვხედავ

Nusagi

თბილისის მერი კახა კალაძე აუცილებლობის შემთხვევაში ბიბლიოთეკარების გამოცდის გადადებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.

ასე გამოეხმაურა კალაძე ბიბლიოთეკარების ნაწილის მოთხოვნას, რომლებიც გამოცდის გადაწევას ითხოვენ.

“ქალბატონი სოფიო ხუნწარია ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას და შეიძლება კონსულტაციები გაიარონ. თუ არის იმის საჭიროება და აუცილებლობა, რომ გამოცდებმა გადაიწიოს, მე აქ რაიმე საგანგაშოს და დიდ პრობლემას ვერ ვხედავ”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისში არსებული ბიბლიოთეკების თანამშრომლების ნაწილი რეორგანიზაციის პროცესში დაგეგმილი გამოცდების წლის ბოლომდე გადადებას ითხოვს.

როგორც ერთ-ერთი ბიბლიოთეკის თანამშრომელმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დედაქალაქის მერიის მიერ დაგეგმილი რეორგანიზაცია არასწორი ფორმით მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, ტრენინგების ვადა, რომელიც ბიბლიოთეკების თანამშრომლებს გამოცდების ჩაბარებამდე, დაახლოებით, ერთი თვის ვადაში უნდა გაევლოთ, 3 დღემდე შემცირდა.

როგორც ბიბლიოთეკის თანამშრომელი აცხადებს, ვადის შემცირების მიზეზი მათთვის არ დაუსახელებიათ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,596 ნახვა
%d bloggers like this: