სპორტი

ჰარუ ბაშოს ტურნირის მეთერთმეტე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მეოთხედ დამარცხდა (ვიდეო)

Nusagi

ჰარუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთერთმეტე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი მეოთხედ დამარცხდა. ლევან გორგაძეს მეტოქე ოძეკი ტაკაიასუ იყო, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი 7:8-ზე ჰქონდა.

მეტოქე ქართველ ფალავანს თავიდანვე მიეძალა და მიწოლისას ქუსლი დოჰიოს გარეთ აღმოჩნდა, რის გამოც მას წაგება ჩაეთვალა. ტოჩინოშინმა ჯამში თერთმეტი ბრძოლა ჩაატარა და ამათგან 7 მოიგო, 4-ში კი დამარცხდა.

მეორე ლიგაში გაგამარუს მეტოქედ ჯურიო ლიგის პირველი ნომერი ტაკაკაძე შეხვდა, რომელსაც ცუკიდაშის ილეთით მოუგო. ამ გამარჯვების შემდეგ გაგამარუს ბალანსი 7:4-ზე გახდა.

ჰარუ ბაშოს ტურნირის დამთავრებამდე დარჩენილია 4 დღე.

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,588,574 ნახვა
%d bloggers like this: