სამართალი

მანჩო გიორგობიანი-იქნებ კანონმა მაინც შეაჩეროს ლენინ-ტროცკის ამდენი ახლადგამოჩეკილი მიმდევარი

Nusagi

 მანჩო გიორგობიანი აცხადებს, რომ აუცილებელია, საქართველოში შემუშავდეს  კანონი “ცილისწამების და ღირსების შელახვის შესახებ”. მანჩო გიორგობიანი  მთავრობას და პარლამენტს მოუწოდებს, გაიზიარონ იმ ქვეყნების მაგალითი, სადაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის თემა ჯერ კიდევ აქტუალურია.

“საქართველოში იმდენად იმატა უკულტურო ადამიანების რიცხვმა, ვინც, მისგან განსხვავებული ადამიანების მრწამსს, რელიგიას თუ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხჰყოფს , ან ბოროტად დასცინის, რომ დროა, კანონმა დაიცვას საქართველოს სახელმწიფო რელიგიაც და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის თუ კანონმდებლობის მიერ ოფიციალურად აღიარებული სხვა კონფესიები და რელიგიური ჯგუფებიც… სამწუხაროდ, სადღაც გვეკარგება, “ტოლერანტობაზე”(ატანა) ბევრად მაღალ საფეხურზე მდგომი, ჩვენი საამაყო , საუკუნეებში გამოვლილი, ტრადიციული ურთიერთპატივისცემა, მულტიკულტურალიზმი…
მით უმეტეს, ამდენ მკრეხელობას რამდენჯერმე მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება… აღარ დამთავრდა შუღლის დათესვა, შხამი და ბალღამი ერთმანეთის მიმართ.. და ამ ზღვარგადასულობის “თავისუფალ სიტყვად” მონათვლა…
რას ვფიქრობთ, სანამ ერთმანეთს ცალ-ცალად არ დაასახიჩრებენ, ან კიდევ, “ბითუმად” სისხლი არ დაიღვრება, ასე “მშვიდად” ველოდოთ?!

იქნებ კანონმა მაინც შეაჩეროს ლენინ-ტროცკის ამდენი ახლადგამოჩეკილი მიმდევარი, ნეო-ბოლშევიკის აღვირახსნილი, ტუტუცური დამოკიდებულება საქართველოს საპატრიარქოს, ეკლესიის, სასულიერო პირების, ერის მორწმუნე ნაწილის მიმართ..

განსაკუთრებით, აღარ დამთავრდა სისხლით და ვარამით აქამდე მოტანილი მართლმადიდებლობის საჯარო დაკნინების მცდელობები, რაც საზოგადოების სერიოზულ გაღიზიანებას და აღშფოთებას იწვევს უკვე…
თუ კიდევ უარესი, სანამ ამ უსაგნო კონფლიქტებისგან ისევ დენთის კასრად ქცეულა საქართველო, რითაც აუცილებლად ისარგებლებენ მტრულად განწყობილი ქვეყნები, მანამდე ვერ უნდა მოვეგოთ გონს ?!

ერთხელ და სამუდამოდ დაარეგულიროს კანონმა ათეისტებსა (ურწმუნოებს) და მორწმუნეებს შორის ურთიერთობა, ასევე, მოიკვეთება სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანების ურთიერთდაპირისპირების მცდელობებიც .. დამთავრდება ამდენი აყალმაყალი და თუნდაც ა.ს.ო.-ებს, რელიგიურ ჯგუფებს თუ იდეოლოგიურად დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის, სხვადასხვა მერკანტილური მიზნით მოწყობილი პროვოკაციები, თუ რომელი ერთი ჩამოვთვალო, გაურკვეველი წარმოშობის გრანტები და კანონს მიღმა დარჩენილი ადამიანების უფლებებით სპეკულირება და ა.შ…?! …
რით არის დაკავებულისაქართველოს სახალხო დამცველი?! მხოლოდ თითო -ოროლა არასასიამოვნო ინციდენტზე აგებული ტრაგიკული სურათების დახატვას და გაუგებარი კომენტარების კეთებას, რატომ არ ითხოვს , რომ კანონით დარეგულირდეს რელიგიური ურთიერთობები?!… დავიჯერო, ამ მრავალეთნიკურ ქვეყანაში , საზოგადოება თუ ხედავს მოსალოდნელ საფრთხეებს, თქვენ ვერ ხედავთ?!

საქართველოს მთავრობა | Government of Georgiaსაქართველოს პარლამენტი, შეისწავლეთ, განიხილეთ და გაიზიარეთ იმ ქვეყნების მაგალითი, სადაც აქტუალურია ეს თემა… როდესაც აღარ იქნება საჭირო, სხვა ქვეყნების მსგავსად, გავაუქმოთ ეს კანონი ჩვენც…
( ასევე, აუცილებლად შესამუშავებელია კანონი “ცილისწამების და ღირსების შელახვის შესახებ” , როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაშია …)

ძალიან ზედაპირირულად მიმოვიხილავ
თავისუფალი და სახელდახელო თარგმანია, ზუსტ დეფინიციაზე ნუ გამომეკიდებით, მე არ ვარ იურისტი..

რელიგიის, ეკლესიიის, რელიგიური ჯგუფების, რელიგიური პირების, რელიგიური თაყვანისცემის ობიექტების, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონებს, სხვადასხვა ქვეყნებში…

გერმანია
საჯარო სივრცეში, ისეთი ფორმის მასალების გავრცელება, რაც შეურახჰყოფს რელიგიას, ეკლესიას, რელიგიურ და იდეოლოგიურ გაერთიანებებს, ასევე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ისჯება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 166 მუხლით. რაც ითვალისწინებს, ან ადმინისტრაციულ ჯარიმას, ან შრომა -გასწორებით სამუშაოებს, ან თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთას..

ავსტრია
სისხლის სამართლის კოდექსის 188 მუხლით აკრძალულია სასულიერო პირების, საეკლესიო ნივთების და ასევე, სხვა ქმედებები, რომლებიც შესაძლოა მიღებულ იქნას შეურაცხყოფად, ასევე,
ვინც საჯაროდ უგულებელყოფს პიროვნებას, რომელიც არის საეკლესიო ან რელიგიური საზოგადოების თაყვანისცემის ობიექტი, ან დასცინის , რამაც შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების ლეგიტიმური გაღიზიანება, ისჯება 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთით.

ესპანეთი
სისხლის სამართლის 525 მუხლი კრძალავს რელიგიური გრძნობების, დოგმების, რწმენის და რიტუალების შეურაცხყოფას ან დაცინვას ზეპირსიტყვიერად თუ წერილობითი ფორმის გამოყენებით…
სასჯელი 8-დან 10 -თვემდე

ისრაელი
სისხლის სამართლის კოდექსის 170 და 173 მუხლებით აკრძალულია მკრეხელობა.
170 მუხლი კრძალავს სალოცავების და წმინდა ობიექტების წაბილწვას, მორწმუნეთა შეურაცხყოფის განზრახვით.
სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე.
173 მუხლი კრძალავს რელიგიის შეურაცხმყოფელ პუბლიკაციებს, გამონათქვამებს.
სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე

საბერძნეთი 
კიდევ უფრო დაკონკრეტებული და მკაცრია კანონი..
სისხლის სამართლის კოდექსის 198 მუხლი “ბოროტი მკრეხელობისთვის” ითვალისწინებს თავისუფლების 2 წლამდე აღკვეთას, ხოლო “უბრალო უპატივცემულობა ღვთაებრივისადმი” ისჯება თავისუფლების 3 თვემდე აღკვეთით..
199 მუხლი ადგენს სასჯელს თავისუფლების 2 წლამდე აღკვეთით, საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის, ან საბერძნეთში ოფიციალურად აღიარებული სხვა კონფესიების მისამართით ბოროტი შეურაცხყოფისათვის.
201 მუხლი დაკავშირებულია საფლავების და სამარხების შეურაცხყოფასთან.
მკრეხელობასთან დაკავშირებულ კანონებთან ერთად, საბერძნეთში მოქმედებს კიდევ ცალკე კანონი “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ”, რომელიც დამატებით დაცვას ანიჭებს მხოლოდ ქრისტიანებს…

მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, მსგავსი კანონები, გაუქმდა, რადგან საზოგადოებაში აღარ იყო მასზე მოთხოვნა … თუმცა , მაგალითად ირლანდიაში, 2010 წელს შევიდა ძალაში.. და ა.შ…

მოკლედ, ამ საკითხთან დაკავშირებით, გავიზიაროთ უკვე აპრობირებული ევროპული კანონები , თუ გვინდა მშვიდობა…”-წერს მანჩო გიორგობიანი. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,299 ნახვა
%d bloggers like this: