მეცნიერება

გაზაფხული ბუნიაობის პერიოდში დგება. რა არის ბუნიაობა?

Nusagi

2018 წლის 20 მარტს დედამიწაზე ყოველწლიური ასტრონომიული მოვლენა, გაზაფხული ბუნიობის პერიოდი დადგება და დღე და ღამე პრაქტიკულად თანაბარი გახდება. მომდევნო დღეს კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დღე უფრო ხანგრძლივი იქნება, სამხრეთში კი – პირიქით.

ბუნაობა არის მოვლენა, რომელსაც ადგილი აქვს წელიწადში ორჯერ (დაახლოებით 20 მარტს და 23 სექტემბერს). 20 მარტსა და 23 სექტემბერს მზე ეკვატორის მიმართ ზენიტშია, რის გამოც ჩრდილოეთი და სამხრეთი ნახევარსფეროები სინათლისა და სითბოს თანაბარ რაოდენობას იღებენ. ბუნიობის დღეები ასევე დღე-ღამური ტოლობის დღეების სახელითაცაა ცნობილი.

ამ ბუნებრივ მოვლენას უამრავი მითოლოგიური თუ ისტორიული ფაქტი უკავშირდება. სხვადასხვა ხალხები ხშირად ბუნიობას ახალ წელსაც აღნიშნავდნენ. სწორედ ამ მოვლენაზე დაკვირვებით დაკორექტირდა იულიანური და გრიგორიანული კალენდრები.

ბუნიობას ემთხვევა აღმოსავლეთის დღესასწაული ნავრუზი, რომელიც უფრო მეტად ირანსა და თურქეთში აღინიშნება. ბუნიობა ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია იაპონიაშიც. უამრავი ადამიანის აზრით, ნამდვილი გაზაფხული სწორედ 20 მარტს დაიწყო.

წყარო: შემეცნებითი გვერდი agora.ge

 

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,302 ნახვა
%d bloggers like this: