სამართალი

დღეს 22 მარტს, საპროკურორო საბჭო ორ ახალ წევრს აირჩევს

Nusagi

საპროკურორო საბჭო 22 მარტს ორ ახალ წევრს აირჩევს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოს ორ პროკურორ წევრს ნათია სონღულაშვილს და გიორგი გაბოძეს ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება.

ამის მიზეზი ისაა, რომ მათ დაიკავეს საპროკურორო საბჭოს წევრთან შეუთავსებელი თანამდებობა. კერძოდ, ნათია სონღულაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად დაინიშნა, ხოლო გიორგი გაბოძე  – შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.

კონფერენციაზე საბჭოს წევრებს პროკურორებისა და გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, შემდეგი კვოტების მიხედვით ირჩევენ.

სამი წევრი აირჩევა მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთაგან;

ერთი  წევრი აირჩევა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთაგან;

სამი  წევრი აირჩევა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საოლქო პროკურატურების, ქ. თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან;

ერთი წევრი აირჩევა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (დასავლეთ საქართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის) საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მთავარი პროკურატურის ცნობით, პროკურორებისგან და პროკურატურის გამომძიებლებისგან შემდგარი არანაკლებ 30-კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საპროკურორო საბჭოს წევრი ოთხი წლის ვადით აირჩევენ.

საპროკურორო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პროკურორი ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება. საპროკურორო საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება. საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, მთავარი პროკურორის მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,307 ნახვა
%d bloggers like this: