მედიცინა

ინდოეთში მოზარდს 20 სმ-ის სიგრძის კუდი მოაშორეს

Nusagi

მოზარდს, რომელსაც 20 სანტიმეტრი სიგრძის “კუდი” ჰქონდა გამოზრდილი ხერხემლის ქვემოთა ნაწილში, ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა . ინფორმაციას BBC NEWS ავრცელებს.

კუდმა 18 წლის მოზარდის ზურგიდან 14 წლის ასაკიდან დაიწყო ზრდა. ის და მისი ოჯახი, რომელიც ნაგპურში, ინდოეთში ცხოვრობს, საიდუმლოდ ინახავდნენ ამ ამბავს, რადგან შიშობდნენ, რომ ბიჭს დასაცინად აიგდებდნენ. მას შემდეგ, რაც კუდი ძალიან გაიზარდა, ვეღარ იმალებოდა და  შიგნით ძვლის წარმოქმნის პროცესი დაიწყო, გადაწყვიტეს ექიმისთვის მიემართათ. ფიქრობენ, რომ ეს ყველაზე დიდი კუდია ადამიანის ორგანიზმზე, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა, – მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევები ძალზე იშვიათია.

“პრობლემა მაშინ გამწვავდა, როდესაც კუდმა სხეულის გარეთ დაიწყო ზრდა“, განაცხადა ბიჭის დედამ, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა. “ყოველ ჯერზე, როდესაც ტანსაცმლის გამოცვლა ჭირდებოდა, მას კუდი უნდა აეწია და დაეჭირა, ვხედავდი, როგორი შემაწუხებელი და მტკივნეული იყო მისთვის, ასე რომ საავადმყოფოში წავიყვანე”, -განაცხადა მან.

ექიმების თქმით, მოზარდს კუდი სავარაუდოდ საშვილოსნოში შეიძლება განვითარებოდა, ზურგის დეფორმაციის შედეგად, მაგრამ გარეთ ბიჭის ასაკობრივ ზრდასთან ერთად გამოიზარდა. “როდესაც კუდის ზომა გაიზარდა, ის დააწვა ბიჭს ხერხემალზე. ეს ესთეტიურად და ფსიქოლოგიურად ძალზე მძიმე იყო მისთვის”, განაცხადა ქირურგმა, პრამოდ გირიმ.

მიუხედავად იმისა, რომ კუდის მოშორების პროცედურა ქირურგიულად არ წარმოადგენს რთულ ოპერაციას, ის ნეიროქირურგის მიერ უნდა ჩატარდეს, რადგან კუდის ზრდა ხერხემლის ნაწილს მოიცავს.

ჩვეულებრივ, კუდის განვითარება ხდება, როდესაც ხერხემლის ბოლო რაღაც გზებით ზეწოლას განიცდის. მოზარდი საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება და შემდეგ მას სახლში გაწერენ – თავისი კუდის გარეშე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,587,289 ნახვა
%d bloggers like this: