ცხოველები

ამერიკაში 200 მამალი დააპატიმრეს

აშშ-ში, არკანზასის შტატში, 200 მამალი ციხის ეზოს გისოსებში აღმოჩნდა იმის გამო, რომ მამლების ორთაბრძოლაში იღებდნენ მონაწილეობას. ამის შესახებ Associated Press იუწყება.

ფრინველები ქალაქ დე-ქუინში, პოლიციის რეიდების დროს დაიჭირეს და ციხის ტერიტორიაზე განთავსებულ ვოლიერებში ნივთმტკიცებად ჩასვეს.

 

მამლების მოვლა ევალებათ პატიმრებს, რომლებმაც ადმინისტრაციის ნდობა მოიპოვეს. ორგანიზაციის თანამშრომლები, რომლებიც ციხესთან ახლოს ცხოვრობენ, ჩივიან, რომ ქათმები ძალიან ხმაურობენ.

რეიდების დროს, 137 ადამიანიც დააკავეს. მათგან 34-ს ბრალად ედება ცხოველების ბრძოლის უკანონო ორგანიზება. 86 ეჭვმიტანილია წვრილმან კანონდარღვევაში, დანარჩენები კი მამლების ჩხუბს  მაყურებლის რანგში ესწრებოდნენ.

 

 

Facebook Comments