18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

უმცროსი ბორჯღალოსნების ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიიელ თანატოელებს 11 ლელო გაუტანეს, მხოლოდ 2 მიიღეს და ანგარიშით 69:12 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩის ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყვიტა. ანგარიში 67-ე წამზე პირველი ლელოთი იოანე იაშაღაშილმა გახსნა. მე-10 წუთზე მეტოქის ჩათვლის მოედანი ვანო კარგაძემ აიღო.

ლელოები ასევე გაიტანეს გიორგი მარგალიტაძემ,ზურაბ ქავთარაძემ, ოთარ ლაშხმა, საბა კურატიშვილმა, ნიკა ცინცაძემ კი 3 ლელო მიითვალა ხოლო დემურ თაფლაძემ ორი.

უმცროსი ბორჯღალოსნები თასის ნახევარფინალში პორტუგალიას შეხვდებიან, რომელმაც რუსეთი დაძაბულ ბრძოლაში 37:32 დაამარცხა. შეხვედრა 28 მარტს გაიმართება.

Facebook Comments

ახალი დადებული