საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

დავით ჩავლეიშვილის გუნდმა მეოთხედფინალში ნიდერლანდები ანგარიშით 69-12 დაამარცხა, დღეს კი ნახევარფინალში პორტუგალიელ მორაგბეებს ასევე დამაჯერებლად 25-0 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც ფრანგებს შეხვდება.

საფრანგეთის ნაკრებმა ფინალის საგზურისათვის ბრძოლაში 38-7 დაამარცხა ესპანეთის მორაგბეები. ფინალი, რომელშიც ევროპის ჩემპიონი გაირკვევა, 31 მარტს გაიმართება.

საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებები ფინალში ზედიზედ მეოთხედ შეხვდებიან. აქამდე სამივე შეხვედრა ფრანგების გამარჯვებით დასრულდა.

Facebook Comments

ახალი დადებული