არ წავედი ცხონებული ტატუნაშვილის გასვენებაში… ქვეყანა რომელსაც მკვდარი უყვარხარ!…

“არ წავედი ცხონებული ტატუნაშვილის გასვენებაში… არ მინდოდა ამ სპექტაკლის ნაწილი გავმხდარიყავი, სადაც ნამდვილ გულშემატკივართა მცირე ნაწილი ფარისეველთა დიდმა არმიამ გადაფარა. 

კრწანისში მიტოვებული ერეკლე მეფის ცხედრის ზარბაზნებითა და მხედრებით გაცილების სცენა გამახსენდა, როდესაც დეზერტირი ხეგლეჯია თუ მოსკოვში კონცერტებზე და “ვეჩერებზე” მორბენალი ჩარეცხილები ყელს იღერებდნენ და ბრტყელ-ბრტყელ სადღეგრძელოებს არახუნებდნენ კამერების წინ გამოსაჩენად…

მაშინ, როდესაც ხელისუფლებასაც და ხალხსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმძიმეს პირობებში, მძევლად დარჩენილი მოსახლეობა ბედის ანაბარა ჰყავს მიტოვებული, ხოლო აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” პასპორტებიანებს ყველა ოპერაციასა თუ კაპრიზს უფინანსებენ.

ქვეყანა, რომელსაც მკვდარი უყვარხარ…”, – წერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია.

Facebook Comments

ახალი დადებული