Advertisements

ბერიას ქუჩისთვის გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭებას ითხოვენ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად,ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს ოფიციალურად მიმართა ინიციატივით, ზუგდიდში ლავრენტი ბერიას ქუჩას გადაერქვას სახელი და მას 2016 წელს ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას სახელი მიენიჭოს.

Nusagi

„ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. ინიციატივის ავტორები ვესაუბრეთ მოკლული ოთხოზორიას ოჯახის წევრებს და როგორც აღმოჩნდა, ისინი ადრეულ წლებში სწორედ ბერიას ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ეს გარემოება კი საკრებულოს გადაწყვეტილებას, ქუჩას გიგა ოთხოზორიას სახელი მიენიჭოს, ორმაგ სიმბოლურ დატვირთვას შესძენს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed