Advertisements

ცოლზე ძალადობის გამო ქმარს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული ე.ნ. დამნაშავედ ცნო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

Nusagi

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ე.ნ.-მ 2018 წლის 12 იანვარს, თბილისში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში მეუღლეს მუშტის მრავალჯერადი დარტყმით გაუსწორდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.ნ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული