ახალი დამატებული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნახსენებია ტატუნაშვილის საქმეც

Nusagi

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იქ არსებულ მდგომარეობას ეთმობა.

დოკუმენტის ამ ნაწილში ნახსენებია არჩილ ტატუნაშვილის საქმეც.

უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია რომ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დადგინდეს სიმართლე და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე,”-აღნიშნულია უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,772,903 ნახვა
%d bloggers like this: