კრიმინალი

აჭარაში სამართალდამცველებმა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების საამქრო აღმოაჩინეს

აჭარაში სამართალდამცველებმა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების საამქრო აღმოაჩინეს, სადაც მოქალაქე ორიგინალური ვისკის მინის ჭურჭელს აგროვებდა, შესაბამისი დამუშავების შემდეგ, ჯერ კიდევ დაუზუსტებელ სითხეს ასხამდა, ყალბ აქციზს აკრავდა და სარეალიზაციოდ გაჰქონდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ:-,,აჭარაში სამართალდამცველებმა ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის დამზადება-გასაღების და ყალბი აქციზური მარკების გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ალკოჰოლურ სასმელ ვისკი ”ჯეკ დენიელსს” კუსტარულად ამზადებდა და ყიდდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი აქციზური მარკებით ნიშანდებული 87 ბოთლი ვისკი და 93 ერთეული ყალბი აქციზური მარკაა ამოღებული.”

თუ სასამართლომ დაკავებული დამნაშავედ ცნო, მას 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Facebook Comments