თურქეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთის ქალაქ ესკიშეჰირში მდებარე უნივერსიტეტში სროლა იყო. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ცეცხლი უნივერსიტეტის თანამშრომელმა გახსნა. დაღუპულებს შორის არის დეკანი, ფაკულტეტის მდივანი და ლექტორები.

კაცი, რომელიც ისროდა, პოლიციამ უკვე დააკავა.

Facebook Comments

ახალი დადებული