ტექნოლოგია

საბავშვო ბაგა-ბაღები ხანძარსაწინააღმდეგო დეტექტორებით აღიჭურვება

Nusagi

თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახა გვანცელაძის განცხადებით, სახანძრო უსაფრთხოების მიზნით მინიმალური სტანდარტები ყველა ბაღის შენობაშია უზრუნველყოფილი. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

თუმცა, დამატებითი ინვენტარის შესაძენად სატენდერო წინა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მიზნით სააგენტო ტენდერს აპრილის ბოლოს გამოაცხადებს.

„ბავშვთა უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია. სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, ძირითადი სტანდარტი რასაც მოითხოვს: სტენდები, ცეცხლმაქრი და ასე შემდეგ, ბაღები ამ ინვენტარით უკვე უზრუნველყოფილია. მაგრამ ასევე არის დამატებითი ინვენტარი, რომლითაც ჩვენ ბაღებს უზრუნველვყოფთ. დამატებით ინვენტარს დეტექტორები წარმოადგენენ, რომლებიც კვამლის გაჩენის შემთხვევაში რეაგირებენ.

ამ საკითხზე ჩვენ 112- ის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავეთ და სადაც საჭიროება არის, დეტექტორებით საბავშვო ბაღებში იმ სივრცეებს დავფარავთ“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, სატენდერო დავალება მომავალი კვირის ბოლოს იქნება მზად და გაირკვევა, რა ოდენობის თანხა დაიხარჯება ამ მიზნით.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,693 ნახვა
%d bloggers like this: