პოსტები სოციალური ქსელიდან

გადაწყვეტილება მივიღე დამოუკიდებლად, ჩემი საკუთარი პოლიტიკური მრწამსის თანახმად

Nusagi

,,ჩემ ამომრჩევლებს – ვის წინაშეც ანგარიშ ვალდებული ვარ – მინდა ავუხსნა ჩემი დღევანდელი პოზიცია ანუ რატომ ნინია კაკაბაძეს, საზმაუსის ბორდზე კანდიდატურას დავუჭირე მხარი და სამაგიეროდ ნინო ლომჯარიას წინააღმმდეგ ვუყარე კენჭი სახალხო დამცველის პოსტზე.

დავიწყოთ იმითი, რომ არც ერთის და არც მეორესი შეხედულებებს – ნაციონალურ მოძრაობასთან უკიდურესად დაახლოებულს – არ ვიზიარებ.

თუმცა ერთ შემთხვევაში საქმე ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს და მის ბორდს სადაც მიმაჩნია მრავალფეროვნება და “ოპოზიციური” წარმომადგენლის მონაწილეობა (მირჩევნოდა სხვა ოპოზიცია არსებობდეს ქვეყანაში და მისი წარმომადგენელი მიგვეღო) საფრთხეს არ წარმოადგენს და საჭიროც არის რაღაც დონეზე.

მიუკერძოებელ კანდიდატს ეს ოპოზიცია არ და ვერ წარმოადგენდა და პროცესი ჩიხში შევიდოდა, რაც ასევე საზმაუსის საქმიანობას არ წაადგებოდა.

სამაგიეროდ, მეორე შემთხვევაში – სახალხო დამცველისა- რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მიუკერძოებელი, ზეპარტიული და ობიექტური, ლომჟარიას კანიდატურა სრულიად მიუღებელი იყო, რაც დასტურდა მის ახლახან წარმოდგენილ აშკარად პოლტიკურად ისპირირებულ წლიურ ანგარიშში და პოზიციებში.

ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება მივიღე დამოუკიდებლად, ჩემ საკუთარ პოლიტიკურ მრწამსის თანახმად …” წერს სალომე ზურაბიშვილი, საკუთარ ფეისბუქ- გვერდზე

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,680 ნახვა
%d bloggers like this: