პოსტები სოციალური ქსელიდან

გია გაბრიჩიძე-იმოქმედოს ისე, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს ეკადრება!!

Nusagi

,,მთელი დღეა ვფიქრობ რა ვთქვა იმ ტრაგედიაზე, რომელიც ჩემს საყვარელ ქალაქში, წლის განმავლობაში რამდენჯერმე ხდება.

არის შემთხვევები, როცა პრევენცია შეუძლებელია და მგონია რომ დღეს ზუსტად ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
ამ ყველაზე გაუთვლელ სიტუაციასთან, რომელსაც მრავალი კუდი ებმება.
სწორედ ამიტომ პირდაპირ მინდა ვთქვა არავის არ უნდა ვაპატიოთ ამ და სხვა მრავალი ტრაგედიით სპეკულაცია, ანუ ბარიგობა!

არ უნდა ვაპატიოთ შრომის ღირსეული კოდექსის მიღების დროში გაწელვა.
არ უნდა ვაპატიოთ ფულის მონებს ჩვენზე ბატონობა.
არ უნდა ვაპატიოთ ის დამპალი სისტემა რომელიც მოსახლეობის, ხალხის, ჩვენი ნათესავების, მეგობრების, მეზობლების დამცირებას, ტკივილის იწვევს და ჩვენს სიცოცხლეს, დიახ, სწორედაც სიცოცხლეს ემუქრება, რადგანაც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, შახტში დაიღუპება ადამიანი, წამლის შეძენაზე ხელმიუწვდომლობით, შიმშილით, თუ შრომის ნორმების დარღვევით.

ის რომ დღეს დასაქმებულთა 90% იმ ანაზღაურებაზე მუშაობს, რაც მშრომელი ადამიანის ჯეროვანი (“ჯეროვანი” და არა “ღირსეული”, ან თუნდაც “შესაბამისი”) არსებობისთვის მიზერულია, ხელისუფლება ვალდებულია რომ სახელმწიფოს, ხალხის, იმ ხალხის სახელით, რომელიც უმაღლესი კანონით – კონსტიტუციით ითვლება როგორც ნების უმაღლესი გამომხატველი, განახორციელოს მოსახლეობის სიცოცხლის დაცვისთვის მაქსიმალურად ქმედითი ღონისძიებები.

….და ბოლოს: ეს დედააფეთქებული, თუ უმაღლესი მთავარსარდალი ხედავს, რომ ქვეყანაში მოსახლეობის სიცოცხლე საფრთხეშია (ჩამოვთვალო?) გამოიყენოს თავისი უზენაესი უფლება და გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა!!! იმოქმედოს ისე, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს ეკადრება!!!”-წერს ჟურნალისტი გია გაბრიჩიზე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,437 ნახვა
%d bloggers like this: