პოსტები სოციალური ქსელიდან

გია შარაშენიძე – ,,ნინია თუ არა, მაშ ვინ … ?”

Nusagi

,,იმის გარდა, რომ ნინიას თემა სააღდგომოთაც გრძელდება და ლანძღავენ, უმეტესმა დღემდე არ იცის, რომ ოპოზიციური ქვოტა აუცილებელად უნდა იყოს დაცული; ჰოდა მეც დავდივარ პროფილიდან პროფილზე ერთი შეკითხვით: “ეგ თუ არა, მაშ ვინ ?” — პასუხი არ არსებობს გარდა ერთისა: “ნინია მეტისმეტია…”. 

დაწყებული კარვის ზვიდისტი ქალებიდან, დამთავრებული სააკაშვილის ლამაზისეულებით, ფეისბუქში ყველაზე აქტიური მაინც ივანიშვილის გაერთიანებული საზოგადოებაა. ამ საზოგადოებათა მიზანიც საერთოა: გულის ან ზურგის ფხანით ომის მოგება კლავიატურის გამოყენებით, ოღონდ მათი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ზვიადისტები ბნელი ეპოქის რაინდები არიან, როდესაც არ იყო პური, შუქი, გაზი, და ბელადისადმი ღია სიმპათიის დასამალად, ზვიადის გარდა ყველას და ყველაფერს აგინებენ… მაგრამ, მათ გასაშიფრად მხოლოდ ერთი რამ, — შევარდნაძეზე რამე კარგის დაწერაა საჭირო — დანრჩენში კი, ყველა ეს დაჯგუფება თავისი შინაარსით იდენტურია, ოღონდ ვექტორებია სხვადასხვა.

საქართველოს ფეისბუქში პატარა ადგილი უჭირავს აპოლიტიკურ ადამიანებს, რომლებიც ცალ-ცალკე ერთობიან თავიანთ გვერდებზე. ზოგიერთი ჭკვიანი იუზერის მცდელობის მიუხედავად, რომ ისინი ჯგუფებში თემატიკურად გააერთიანოს, ჯერ-ჯერობით მიუღწევადია, რადგან ყველას ინდივიდუალურად ურჩევნია თავის გამოჩენა და ეს გამოარჩევს ქართველს სხვა ეროვნების ადამიანებისგან.

ვისაც ფეისბუქის სამოქალაქო ომში მონაწილეობა სურს, ეს მხოლოდ ფორუმზეა შეასაძლებელი და ცალკეულ პორტალებზეც, მაგრამ პორტალებზე გაჩაღებული ბრძოლები იმდენად უმნიშვნელოა, რომ მხარესაც ვერ გაიგებ და კიდევ, — ვისი კოლა ვისშია ჩარჩენილი.
P.S. ნინია თუ არა, მაშ ვინ … ?”-
წერს ფეისბუქ-მომხმარებელი გია შარაშენიძე

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,461 ნახვა
%d bloggers like this: