მაკგრეგორს ავტობუსზე თავდასხმისთვის ბრალი წაუყენეს

ნიუ-იორკის პოლიციამ ბრალი წაუყენა ირლანდიელ შერეულ ორთაბრძოლაში მებრძოლ კონორ მაკგრეგორს , რომელიც UFC 223 შეჯიბრის მონაწილეებით სავსე ავტობუსს თავს დაესხა, ამის შესახებ TMZ იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, მაკგრეგორს ბრალი ედება ამერიკელ სპორტსმენ მაიკ კიოზესთვის ტრავმის მიყენებაში, რომელიც იმ მომენტში ავტობუსში იმყოფებოდა. (ირლანდიელმა მას რამდენჯერმე სახეში დაარტყა).  ასევე ბრალი ედება ტრანსპორტისთვის 8 ათასი დოლარის ოდენობის ზარალის მიყენებაში.

ინციდენტის გამოძიებას  UFC და ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებენ.

მაკგრეგორი სასამართლოს წინაშე დღესვე წარდგება.

5 აპრილს, ღამით, მაკგრეგორმა ბრუკლინში ავტობუსს, რომელშიც სპორტსმენები ისხდნენ, ურიკა ესროლა. შედეგად ორი მათგანი დაშავდა. შემთხვევის შემდეგ მაკგრეგორი თავად გამოცხადდა პოლიციაში და სამართალდამცველებს ჩაბარდა.

Facebook Comments

ახალი დადებული