ნინო კვაჭანტირაძე- კაცმა არ იცის, ეს დღე რატომაა მოსალოცი!

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს ქვეყნებს, რომელშიც მორწმუნეებს შეახსენებს, რომ დღეები დიდი ხუთშაბათიდან აღდგომამდე  ტკივილიანია და  მილოცვა არასწორია.

“გარდენიაში” გავრბივარ, ყვავილები მინდა სასაფლაოსთვის, უკანა გზაზე დაპირებული ხაჭო უნდა მომიტანონ ჩემი სააღდგომო პასკისთვის, წელს პასკა- კულიჩებს ვერ ვაცხობ, ვინმეს გამომცხვარ გემრიელს ვიყიდი, კვერცხი ნაყიდი მაქვს – სოფლის კვერცხი, საღებავი უნდა მოვხარშო, ხორცეულებიც უნდაო, მერე რაა, რომ არ მიმარხულია, “ვიჩინა” აუცილებლად უნდაო და კაცმა არ იცის რატომ?….

ამ ფიქრებში ტაქსს ველოდები და ვხედავ, ჩემი მეზობელი სამ “ლატოკ” კვერცხს და პასკებს მოათრევს და” არ ავიწყდება”, რომ დღევანდელი დღე მომილოცოს, თუმცა კაცმა არ იცის ეს დღე მოსალოცი რატომააა – დიდი ხუთშაბათი მძიმე დღეა!!! აღდგომის სიხარულამდე ტკივილიანი დღეებია!!!
პ.ს. ლამრა, ჩემი დედა-დედამთილი ოთახიდან ოთახში ხელჯოხის და კვნენის გარეშე ვერ გადის, მაგრამ ზუუუსტად იცის, რომ აღდგომის ღამეს ეკლესიაში უნდა იყოს, სჯერა, ღმერთი შეაძლებინებს!!!
რწმენა უპირველესად სიყვარულია!!!”-წერს ნინო კვაჭანტირაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments

ახალი დადებული