საქართველოში გლოვის დღეა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიიდ შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა უკვე დაშვებულია.

დროშები დაუშვეს საქართველოს პარლამენტის, თბილისისა და ქუთაისის შენობების ფასადებსა და შსს-ს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზეც.

Facebook Comments

ახალი დადებული