ეს საინტერესოა

სოფელში ორი რელიგიის მიმდევრები, ქრისტიანები და მუსლიმები ცხოვრობენ

Nusagi

შუახევში, სოფელ ქიძინიძეებში მიწაში ორი ქვევრი იპოვეს. თიხის ჭურჭელი, სახლთან ახლოს, მიწის ნაკვეთში, საგაზაფხულო სამუშაოების დროს შალვა გოგიტიძემ აღმოაჩინა. ინფრომაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

გოგიტიძე ამბობს, რომ ეზოში ღვინის ჭურჭელი ადრეც იპოვა.

არქეოლოგი შოთა მამულაძე ამტკიცებენ, რომ ქვევრი, პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, მეათე- მეთერთმეტე საუკუნეებით თარიღდება.

სოფელი ქიძინიძეები ისტორიული სოფელია. აქ წლების განმავლობაში აღმოჩენილი ქვევრები მოწმობს, რომ აქ მევენახეობას საუკუნეების განმავლობაში ეწეოდნენ. სოფელში ორი რელიგიის მიმდევრები, ქრისტიანები და მუსლიმები ცხოვრობენ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,676 ნახვა
%d bloggers like this: