უცხოური მედია

30 წლის ქალი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, „ძაღლივით დაბმული” ცოცხალი იპოვეს

Nusagi

აშშ-ში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ სამხრეთ კაროლინელი ქალი ცოცხალი იპოვეს. იგი  ვუდრაფში, რკინის კონტეინერში იყო დატყვევებული. ამის შესახებ PEOPLE იუწყება.

ანდერსონის ოლქის მკვიდრი, 30 წლის კალა ბრაუნი ორი თვის განმავლობაში დაკარგული იყო.  პოლიციამ ბრაუნი კონტეინერში „ძაღლივით დაბმული” იპოვა, განუცხადა სპარტენბურგის ოლქის შერიფმა ჩაკ ვრაითმა NBC-WYFF–ს.

რკინის ვაგონის  მფლობელი, ტოდ კოლეპი, რომელიც პოლიციას აღრიცხული ჰყავს, როგორც სექსუალური მოძალადე, დაპატიმრებულია და მას ბრალს ადამიანის გატაცებისთვის წაუყენებენ.

ვრაითის განმარტებით, ქალი აცხადებს, რომ იგი კონტეინერში ორი თვის განმავლობაში კისერზე ჯაჭვით ყავდათ დაბმული.

ეს “ნამდვილი ღვთის წყალობაა, რომ იგი ცოცხალი ვიპოვეთ,” განუცხადა ვრაითმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ შეიძლება ტერიტორიაზე ოთხი გვამი ყოფილიყო.

“ჩვენ ვცდილობთ, დავრწმუნდეთ, რომ  საქმე სერიულ მკვლელთან არ გვაქვს.”

ხუთშაბათს დილით, ოფიცრებს ხმამაღალი დარტყმის ხმა მოესმათ ლითონის ვაგონიდან, როდესაც ისინი კოლჰეპის მამულში ძებნას აწარმოებდნენ. 100 აკრის საკუთრებაზე ოფიცრებმა აღმოაჩინეს სხვადასხვა იარაღი, საბრძოლო მასალა, ბრაუნის ავტომობილი და მობილური ტელეფონი.

მიუხედავად იმისა, რომ ბრაუნი ცოცხალი იპოვეს, მისი მეგობარი ჩარლი ქარვერი, რომელიც დაახლოებით იმავე დროს არის გაუჩინარებული, კვლავ დაკარგულია. ქარვერზე ძიება გრძელდება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,461 ნახვა
%d bloggers like this: