უცხოური მედია

საფრანგეთის 4 უდიდეს ძარცვაში ლეონიდ ჩერნოვეცკის ქალიშვილის ძარცვაც მოხვდა

Nusagi

პარიზში, კიმ კარდაშიანზე განხორციელებული შეიარაღებულ თავდასხმის შემდეგ,  საფრანგეთში მომხდარი ყველაზე დიდი ძარცვები შეისწავლეს. ამის შესახებ SKY NEWS  წერს. გამოცემის თანახმად, საფრანგეთის 4 ყველაზე მსხილი ძარცვის ერთ-ერთი მსხვერლი, ამჟამად  ქობულეთში მცხოვრები უკრაინელი ბიზნესმენის, ანატოლი ჩერნოვეცკის ქალიშვილიცაა.

ქურდების და მძარცველების ყურადღების საგანი მდიდარი ადამიანები არიან, რომლებიც თავს იყრიან პარიზში, კანში და საფრანგეთის რივიერაზე.

საფრანგეთის ყველაზე დიდი ძარცვად 2013 წლის ივლისში  განხორციელებული თავდასხმა დასახელდა.  

მძრაცველები  კანის მდიდრულ სასტუმრო „კარლტონში“იშვიათი ბრილიანტების” გამოფენას დაესხნენ თავს. ყაჩაღების  ბანდამ 103 მილიონი ევროს ღირებულების სამკაულები გაიტაცა, რომელიც გამოფენაზე ისრაელელ მილიარდერს, ლევ ავრენოვიჩს ჰქონდა გამოტანილი. ბრილიანტების ექსპოზიციას შორის იყო ვარდისფერი და ყვითელი ბრილიანტები, ზურმუხტები და საფირონები. ყაჩაღობა ერთ–ერთი იყო იმ მრავალი ძარცვიდან, რომელიც ბრალდებოდა “ვარდისფერი პანტერას” ბანდას. ინტერპოლის თქმით, აღნიშნულ ბანდას 1999 წლიდან მოყოლებული 280 მილიონი ფუნტის ღირებულების სამკაულები აქვს გატაცებული.

შეიარაღებული ბანდის უეცარი თავდასხმა

საფრანგეთის რივიერაზე მილიარდერი ნავთობის მაგნატი ბევერლი ჰილზიდან, მარვინ დევისი და მისი მეუღლე გაძარცვეს და დაახლოებით 8.5 მილიონი ევროს ღირებულების თანხა და ბრილიანტები წაართვეს. ოთხი შეიარაღებული პირი 1993 წელს, ანტიბთან ახლოს მათ ლიმუზინს გზაზე წინ გადაუდგა. პოლიციის თქმით, წყვილის დაცვა, რომელიც მათ უკან სხვა მანქანით მიყვებოდა საცობში მოხვდა, რამაც საშუალება მისცა ბანდის წევრებს თავდასხმა განეხორციელებინათ და მათი მძღოლისთვის ეჯობნათ.  თავდამსხმელებიმა ცოლ–ქმარი პირწმინდად გაძარცვა და ყველაფერი წაგლიჯა.

სამკაულებით დატენილი ხელჩანთის ოსტატურად წართმევა პარიზში.

ჩანთა შეიცავდა 4.5 მილიონი ევროს ძვირფასეულობას და გავრცელებული ინფორმაციით, იგი კიევის მერის, ანატოლი ჩერნოვეცკის ქალიშვილს 2010 წელს პარიზში ყოფნის დროს წაართვეს. კრისტინა ჩერნოვეცკი შარლ დე გოლის აეროპორტიდან მანქანით მიდიოდა, როდესაც მანქანას მამაკაცი მიუახლოვდა და ჩანთა გამოსტაცა. კრისტინას მამის, ლეონიდ ჩერნოვეცკის პრესსამსახურმა მოგვიანებით უარყო ძარცვის ფაქტი და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ჩერნოვეცკის ქალიშვილი ამ დროს უკრაინაში იმყოფებოდა.

ჰარი უინსტონის სამკაულები

2008 წლის დეკემბერში ბანდა, რომლის ზოგიერთი წევრი ქალის ტანსაცმელში იყო ჩაცმული, თავზე პარიკებით, თავს დაესხა შანზ ელიზეზე მდებარე ძვირფასეულობის ექსკლუზიურ მაღაზიას, საიდანაც  74 მილიონი  ფუნტის ღირებულების ნადავლი გაიტაცეს, მათ შორის ბეჭდები, ყელსაბამები და საათები. მაღაზიის ვიტრინა და საწყობი მთლიანად გაასუფთავეს ძარცვის დროს, რომელიც იმ წელს მაღაზიისთვის მეორე იყო. ყაჩაღებმა მაღაზიის თანამშრომლებს თავში ჩაარტყეს იარაღი და სახელებით მიმართავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით, 2011 წელს, პარიზის გარეუბანში მილიონობით ფუნტის ღირებულების ნაძარცვი იპოვეს სანიაღვრე მილში, ძვირფასეულობის უმეტესობა დაკარგულია. 2014 წელს ყაჩაღობისთვის რვა მამაკაცი დააპატიმრეს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,670 ნახვა
%d bloggers like this: