პოსტები სოციალური ქსელიდან

გია გაბრიჩიძე-დღევანდელი ბოდიშების არსი ძალიან მარტივია

Nusagi

,,დღევანდელი ბოდიშების არსი ძალიან მარტივია. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ პარლამენტარები საერთოდ არ იცნობენ ხალხის აზრს არა მხოლოდ ამა თუ იმ “მოღვაწის”, არამედ ხალხის განწყობას სხვადასხვა მორალური, თუ ზნეობრივი ფასეულობების შესახებ.

ისინი თითქოს იზოლირებულ კაფსულაში არიან მოქცეულნი, განსაზღვრული აქვთ რაღაც პრიორიტეტები და თვლიან, რომ ხალხისთვის ამ პრიორიტეტების ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით მიწოდება არის ჭეშმარიტების ღაღადი, რომელიც ჩვენ, გაუნათლებელ მასას არ გვესმის.

ცხადია რომ ყველა ინფორმაციაზე მათ ხელი არ მიუწვდებათ. ამისთვის უნდა ჰყავდეთ შესაბამისი თანამშრომლები, რომლებიც მიაწვდიან არა ვიღაც საეჭვო ფასეულობების მატარებელი ხალხის ხედვის ნაყოფს და ვიღაც გოგოშკების მიერ ფეისბუქიდან ამოღებულ საქებარ სტატუსებს, არამედ რეალურ, მშრალ ინფორმაციას, რომლის ანალიზი კვირაში ერთხელ მაინც უნდა ჩაატარონ.

ნინია კაკაბაძის ყოფნა საზმაუს ბორდში დიდ ტრაგედიას არ წარმოადგენს, მაგრამ კოლექტიური ნინიები, რომლებიც ჩაბუდდნენ სახალხო დამცველის ინსტიტუტში, ნინიები რომლებიც ესწრებიან ყველა შეკრებას, სადაც ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხების გადაჭრა ხდება და ხმის უფლებას ფლობენ, ნინიები რომლებსაც მონოპოლიზებული აქვთ საინფორმაციო სივრცე, არა მხოლოდ დეპუტატების ე.წ “უხერხულ გაწითლებას” იწვევენ, არამედ ამწვავებენ ქვეყანაში უკვე არსებული დაძაბულობის მუხტს

დანარჩემი აღდგომის მერე……”- წერს ჟურნალისტი გია გაბრიჩიძე

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,543 ნახვა
%d bloggers like this: