მოგზაურობა

დიდი დიღმისკენ მოძრავი ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება (ვიდეო)

იოანე პეტრიწის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 აპრილიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე, დიდი დიღმისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები იცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

პირველ ეტაპზე, პეტრიწის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება მხოლოდ ფარნავაზ მეფის გამზირიდან პეტრე იბერის ქუჩის მიმართულებით.

ავტობუსები და მიკროავტობუსები ფარნავაზ მეფის გამზირს ბოლომდე გაივლიან, შეუხვევენ დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე და მოძრაობას იბერის ქუჩაზე განაგრძობენ. უკუმიმართულებით, ისინი ჩვეული მარშრუტით – პეტრიწის ქუჩის მეშვეობით წამოვლენ.

რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე, პეტრიწის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება იბერის ქუჩიდან ფარნავაზ მეფის გამზირის მიმართულებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფარნავაზ მეფის გამზირზე, დემეტრე თავდადებულის ქუჩის გავლით მოხვდება.

პატარა დიღმიდან დედაქალაქის ცენტრისკენ მიმავალი ნომერი ოთხმოცდაოთხი ავტობუსი დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მირიან მეფის ქუჩისკენ, იბერის ქუჩის გავლით იმოძრავებს.

სამუშაოების ფარგლებში, პეტრიწის ქუჩაზე 4300 კვ.მ ასფალტის საფარი იგება, ასევე ეწყობა ბორდიურები.

პეტრიწის ქუჩაზე არსებული სამუშაოებს სამშენებლო კომპანია “ჯეუ გრუპი” აწარმოებს.

სამშენებლო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 260 ათასი ლარია გამოყოფილი.

Facebook Comments