დიდუბის ავტოსადგურის მძღოლი-,,ახლა გვაქვს შოვნა”

აღდგომის დღესასწაულის გამო, თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიკროავტობუსის მძღოლებმა მგზავრობის ღირებულება 5 ლარით გაზარდეს.

მძღოლების თქმით, მგზავრთა ნაკადი გაზრდილია, რის გამოც ორი დღით მგზავრებს გაძვირებული ტარიფით მოემსახურებიან.

“ახლა გვაქვს შოვნა. თბილისიდან ყველა რაიონებში მიდის, შესაბამისად ფასიც გავზარდეთ. თბილისი- ქუთაისი 10 ლარი ღირდა, ორი დღით 15 ლარი გახდა,“-განაცხადა დიდუბის სადგურის მძღოლმა.

Facebook Comments

ახალი დადებული