იორდანიის სამეფო საქართველოს მიწის ნაკვეთს საკუთრებაში გადმოსცემს

იორდანიის სამეფო მზადაა, საქართველოს, მდინარე იორდანეს სანაპიროზე მდებარე მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადმოსცეს, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ ამის მზაობა who makes viagraიორდანულმა მხარემ, იორდანიის სამეფოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას გამოთქვა.

„იორდანიის სამეფო მზად არის, საკუთრებაში გადმოგვცეს მდინარე იორდანეს სანაპიროზე მდებარე მიწის ნაკვეთი, ეს ის წმინდა ადგილია, სადაც იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე მონათლა. შესაბამისად, ამ სანაპიროზე შესაძლებელია აშენდეს მართლმადიდებლური ეკლესია, ჩვენი მონდომების შემთხვევაში, იქ იქნება კიდევ ერთი წმინდა ადგილი მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, ამ ისტორიულ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ქრისტიანი იყრის თავს, რაც საქართველოს ცნობადობას გაზრდის“, -განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისი თქმით, იორდანიის სამეფოს პოზიცია უკვე ცნობილია საქართველოს საპატრიარქოსთვის.

წყარო: “კვირა

Facebook Comments

ახალი დადებული