მიხეილ სააკაშვილმა ჰოლანდიაში სამსახური იშოვნა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰოლანდიის სპიკერთა აკადემიაში ლექტორად იმუშავებს. ამის შესახებ მან “ფეისბუქზე” დაწერა.

„სანამ ევროპაში, ვარ საცხოვრებელ ფულს ლექციებით ვიშოვნი. აკადემიაში კარგი კოლექტივია, რომელმაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენი რეგიონის სპეციფიკისა და სწორი ფასეულობების კარგი ცოდნით. იმედი მაქვს, ლექციების კითხვა დიდხანს არ მომიწევს, გამოცდილებას კი ლექციებს კი არ მოვახმარ, არამედ ოლიგარქების გადაყენებას და რეალურ რეფორმებს”,-აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან 12 თებერვალს გაადეპორტეს. მანამდე, ის კიევის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს , ბორისპოლის აეროპორტში მიიყვანეს და ვარშავაში თვითმფრინავით გაუშვეს. სააკაშვილი ჰოლანდიაში გაემგზავრა, სადაც მისი მეუღლის ნათესავები ცხოვრობენ.

 

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული