სამართალი

რა უნდა გაითვალისწინოთ უძრავი ქონების შეძენისას

Nusagi

უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება შემძენზე და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

ვებგვერდი myadvokat.ge-ი განმარტავს, რა უნდა გაითვალისწინოთ უძრავი ქონების შეძენამდე.

შემძენის ინტერესების დაცვის მიზნით, სამოქალაქო კოდექსი განმარტავს, რომ გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად, საჯარო რეესტრიდან გაიცემა ამონაწერი. რომელიც ადასტურებს პირის საკუთრების უფლებას კონკრეტულ უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა); ასევე, ადასტურებს უძრავი ქონების სამართლებრივ მხარეს.

ამონაწერი შედგება რამდენიმე გრაფისგან: საკუთრების განყოფილება, მესაკუთრის განყოფილება, იპოთეკა და ვალდებულება. თითოეული გრაფა პოტენციური მყიდველისთვის არსებითი ინფორმაციის შემცველია, ამიტომ შემძენი შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით წინასწარ უნდა გაეცნოს და გაითვალისწინოს

ხშირია შემთხვევები, როდესაც პირი ისე ყიდულობს უძრავ ქონებას, რომ წერილობით ნასყიდობის ხელშეკრულებასაც არ აფორმებს ან აფორმებს, თუმცა არ არეგისტრირებს ამ ხელშეკრულებას საჯარო რეესტრში, რაც, ბუნებრივია, არ წარმოშობს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.

როდესაც პირი ამ ქონებაზე ყოველგვარი ინფორმაციის მოძიებისა და გადამოწმების გარეშე ყიდულობს უძრავ ქონებას, ხოლო მოგვიანებით შეიტყობს, რომ შეძენილ ქონებას გადმოჰყვა იპოთეკა და სწორედ ის წარმოადგენს სრულიად უცხო პირის (კრედიტორის) სესხის დაფარვაზე ვალდებულ პირს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შემძენი დგება მისი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის საფრთხის წინაშე.

ანალოგიური პრობლემა შეიძლება, წარმოიშვას საჯარო რეესტრის ამონაწერის ერთ-ერთ გრაფაში – „ვალდებულებაში“ რეგისტრირებული მონაცემების გაუთვალისწინებლობამ. შედეგად შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია გარკვეული სახის ვალდებულება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,695 ნახვა
%d bloggers like this: