ტექნოლოგია

Facebook-ი ყველაზე პოპულარულ გვერდებს შეამოწმებს

Nusagi

Facebook-ი ყველაზე პოპულარულ გვერდებს შეამოწმებს. ამის შესახებ BBC წერს.

კომპანიის მენეჯმენტი განმარტავს, რომ ყველა იმ მომხმარებელს შეისწავლიან, ვისი გვერდებიც ყველაზე პოპულარულია. მიზეზი ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლა და ამ პროპაგანდის შეჩერებაა.

მარკ ცუკერბერგის მტკიცებით, ამ ნაბიჯს კომპანია იმიტომ დგამს, რომ გამოავლინონ ის მომხმარებლები, რომლებიც მათი ვინაობის დასამალად ყალბ ანგარიშებს იყენებენ.

ცუკერბერგმა ასევე განმარტა, რომ მზადაა მიიღოს შეთავაზება თუ როგორ დაარეგულირონ პოლიტიკური რეკლამა სოციალურ ქსელში.

მანამდე Facebook-მა რუსეთს 270-ზე მეტი გვერდი დაუბლოკა.

Facebook Comments Box
თეგები

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,693 ნახვა
%d bloggers like this: