14 კანადელი სპორტსმენი დაიღუპა სატვირთოსა და ავტობუსის შეჯახების შედეგად

14 კანადელი სპორტსმენი დაიღუპა სასკაჩევანის პროვინციაში სატვირთოსა და ავტობუსის შეჯახების შედეგად. ამის შესახებ BBC წერს.

ინციდენტი ერთ-ერთ გზატკეცილზე მაშინ მოხდა, როდესაც 16-21 წლამდელთა კანადის ჰოკეის გუნდი ერთ-ერთ მატჩზე მიემგზავრებოდა.

ავტობუსში 28 ადამიანი იმყოფებოდა. მედიკოსების განმარტებით, მათი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრიუდომ და განმარტა, რომ მას ვერც კი წარმოუდგენია თუ რა ხდება მათი მშობლების თავს.

Facebook Comments

ახალი დადებული