პოლიტიკა

ოპოზიციური კვოტით ისე იმართლებენ თავს, მიშასაც გაიყვანდნენ, აქ რომ ყოფილიყო

Nusagi

ფეისბუქ-მომხმარებელი გოგა კალანდაძე  “ქართული ოცნების” წევრ დეპუტატთა მიერ ნინია კაკაბაძისთვის ხმის მიცემას და შემდეგ ბოდიშის მოხდას ეხმაურება.

“თამარ კორძაიას ადვოკატად მე ვერ გამოვდგები … “პრადვინუტიუტიფრობებით დაგროვებულ მის ცოდვებს, მაინც ვერაფერს ვუშველი … თუმცა, იმ კონკრეტულ პოსტში, სადაც წერს, რომ “ჯვარს ეცვი თუ გინდა, საშველი არ არისო” … ამდენი ვნებათა ღელვა რამაც გამოიწვია, პირადად მე ღვთის გმობას ნამდვილად ვერ ვხედავ. ამ ნათქვამის აზრი იმაშია, რომ რაც გინდა გააკეთე, მაინც ვერაფერს გახდებიო (ამით რა პოზიციას ამართლებს ან ამტყუნებს, სულ სხვა საკითხია, თუმცა ეს არ განიხილებოდა, პრეტენზია მხოლოდ ფრაზაზე იყო). ვინც გალაკტიონის პოეზიას ახლოს იცნობს, მოეხსენება, რომ მასაც აქვს გამეორებული ზუსტად იგივე, თან სამჯერ :

“სიმკაცრით შემხედავს საშვენი თვალები შეკრული კამარის,
ჯვარს ეცვი, თუ გინდა!.. საშველი არ არის, არ არის, არ არის !… ”

რაც შეეხება ამ პოსტზე კაკაბაძის გამოხტომას (მისი კომენტარი სურათზეა), ვინც ამ “იუმორით” დაეცით და ახლაც ხოხავთ სიცილისგან, მინდა გითხრათ, რომ არსებობს ისეთი რაღაცეები, რაზეც ღლიცინი არ შეიძლება. ერთ-ერთი რა თქმა უნდა სარწმუნოებაა და ყველაფერი, რაც მასთან მოიაზრება.

არ შეიეძლება ვინმეს არც ცოცხალი და მით უმეტეს არც გარდაცვლილი მშობლის პრეზერვატივებზე დახატვის გამართლება (წმინდანებს კი ბევრი მშობელზე მეტად სცემს პატივს)

არ შეიძლება უფლის ღვაწლზე შაყირი, თუნდაც არ გწამდეს ღმერთის, იმიტომ რომ ის შენი ერის არჩევანი და ისტორიაა (არადა რომ შეეკითხო, სხვის არჩევანს პატივი უნდა სცეო, სერიოზული გამომეტყველებით გეტყვიან).

ჰოდა, ამდენი მიხვედრილობა როცა არ გაქვთ, რომ თუნდაც ორმაგ სტანდარტებში ასე მარტივად არ გაიშიფროთ … რას “პრადვინუტობთ” და რას დაკუნტრუშობთ, ამ გასხივოსნებულ სიმაღლეებზე, ეს ნინიას მიმდევრები ?!…

რაც შეეხება ნავერიანის და ჯაშის ბოდიშებს, ნამდვილად მივესალმებოდი … მხოლოდ სიტყვის დონეზე რომ შეშლოდათ… მაგრამ როცა მათმა ქმედებამ უკვე ის შედეგი გამოიღო, რომ ქართველთ მოძულეს, საქართველოში ამისთანა პასუხისმგებლობა ჩააბარეს … ეხლა ეს მონანიება სადაც უნდათ იქ მოითავსონ.

ნუ, ბოდიშის ფორმა კიდევ სხვა თემაა… ერთს თურმე ერიდება ამის თქმა, მაგრამ იმდენი სიკეთე ჰქონია დათესილი, რომ ეპატიება ასეთი “იაღლიშები” და მეორეს წარმოდგენა არ ჰქონდა ვის აძლევდა ხმას. თან ამ ოპოზიციური კვოტით ისე იმართლებენ თავს, რომ მიშასაც გაიყვანდნენ, აქ რომ ყოფილიყო.”-წერს გიორგი კალანდაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,524 ნახვა
%d bloggers like this: