ჯარი

ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს (ვიდეო)

Nusagi

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სააღდგომო წირვა-ლოცვა წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში III ქვეითი ბრიგადის კაპელანმა, დეკანოზმა გობრონმა აღავლინა. ლიტურგიას ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად კოალიციური ძალების მართლმადიდებლური აღმსარებლობის ჯარისკაცები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვა და ოპერაციის რაიონის კონტროლია.

Facebook Comments Box
თეგები

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,461 ნახვა
%d bloggers like this: