კრიმინალი

ვინ არის პირი, რომელმაც გერმანიაში სატვირთო მანქანით ფეხით მოსიარულეებს გადაუარა?

პირი, რომელმაც გუშინ, გერმანიაში ქალაქ მიუნსტერში სატვირთო მანქანით ფეხით მოსიარულეებს გადაუარა, გერმანიის მოქალაქეა და მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა Sueddeutsche Zeitung პოლიციაში თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ასევე წყაროზე დაყრდნობთ, გამოცემა წერს, რომ საუბარი არ მიდის ისლამისტურ კვალზე.

აღსანიშნავია, რომ პოლიციას გუშინ მომხდარი შემთხვევისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია არ მიუნიჭებია.

გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში, სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 10-მდე და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. როგორც ცნობილია, ინციდენტში ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა.

ფრანკფურტში საქართველოს საკონსულო გერმანელ სამართალდამცველებთან კონტაქტზე იმყოფება და მათგან ინფორმაციას იღებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

მათ ჯერჯერობით არც იციან იყვნენ თუ არა ქალაქ მიუნსტერში, შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეები.

გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.

Facebook Comments