ნადეჟდა სავჩენკოს დამ უკრაინელებს აღდგომა შეღებილი ხელყუმბარებით მიულოცა

ნადეჟდა სავჩენკოს დამ, ვერა სავჩენკომ უკრაინელებს აღდგომა მიულოცა. თავის ფეისბუქ-გვერდზე მან ხელყუმბარების ფოტო დადო, რომლებიც სააღდგომო კვრეცხების სტილშია მოხატული.

ორ ხელყუმბარას წარწერა აქვს-„ქრისტე აღდგა”, კიდევ რამდენიმე ასაფეთქებელი უკრაინის დროშის ფერებშია. „ გემრიელ აღდგომას გისურვებთ, დაე 30-მა ვერცხლმა ჯიბეში ხელი არ შეუშალოს “სულში” ფორიაქს”-მიაწერა მან პუბლიკაციას.

4 აპრილს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერა სავჩენკოს ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. “ავტომობილი სპეციალური ტექნიკური დათვალიერებისთვის მივიყვანე. სპეციალისტებმა შიგ ასაფეთქებელი იპოვეს. შესაბამისი სიჩქარის დროს, ის ამოქმედდებოდა”,-განაცხადა მან.

20 მარტს, ვიდეოჰოსტინგ YouTube-ზე გაჩნდა ვიდეორგოლი. ვიდეოზე, უმაღლესი რადას ცარიელ დარბაზში დგას ნადეჟდა ცავჩენკო. “ბაბახ! რა, ჩაისვარეთ?”,-წარმოთქვამს უკრაინელი დეპუტატი 6 წამიანი დუმილის შემდეგ. რგოლი მთავრდება წარწერით: „ნადეჟდა სავჩენკო. ხალხის არჩეული დეპუტატი”.

ნადეჟდა სავჩენკო 22 მარტს დააკავეს რადას შენობაში, მას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს. სახალხო დეპუტატი ეჭვმიტანილია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში და რამდენიმე მკვლელობის დაგეგმვაში, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს.

 

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: