პოლიტიკა

სერგეი სლრიპალი და მისი ქალიშვილი გამოჯანმრთელდნენ

Nusagi

რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის გამოჯანმრთელებას ექიმებმა საოცრება უწოდეს. ამის შესახებ  Sky News პროფესორ  ტოქსიკოლოგ ალისტერ ჰეიზე დაყრდნობით წერს.

ჰეი დარწმუნებულია, რომ სოლსბერიში სკრიპალები გადაარჩინა ადამიანმა, რომელმაც ექიმები გამოიძახა. “დარწმუნებული ვარ, პარამდიკოსები ასე ჩქარა რომ არ მისულიყვნენ, სკრიპალები ვერ გადარჩებოდნენ”,-ამბობს ექსპერტი. მისი ვარაუდით, მოწამლული მამა-შვილი ხელოვნურ კომაში სპეციალურად შეიყვანეს და ორგანიზმი მომწამლავი ნივთიერებისგან გაწმინდეს. ჰეის აზრით, ექიმები “სტიქიურად” მოქმედებდნენ, რამაც გაამართლა.

სერგეი სკრიპალი კრიტიკული მდგომარეობიდან 6 აპრილს გამოვიდა. ექიმების თქმით, ის თითქმის გამოჯანმრთელდა. იულია სკრიპალის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე კი მარტის ბოლოს გახდა ცნობილი. 5 აპრილს პოლიციამ მისი განცხადება გამოაქვეყნა, “გონს მოვედი ერთი კვირის წინ და მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დღითიდღე უკეთ ვარ”,-ნათქვამი იყო განცხადებაში.

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,680 ნახვა
%d bloggers like this: